განიმედესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
გადატანითი მნიშვნელობით, ზოგჯერ ოფიციანტს განიმედესად უხმობენ.
 
გადატანითი მნიშვნელობით, ზოგჯერ ოფიციანტს განიმედესად უხმობენ.
 +
 +
 +
  
  

01:49, 28 მარტი 2017-ის ვერსია

ზევსი და განიმედესი. (დაახ. ძვ.წ. 470 წ.), ოლიმპიის მუზეუმი

განიმედესი(ბერძნ.) ტროას მეფის, ტროსისა და ნიმფა კალიოპეს ძე.

მოკვდავთა შორის უმშვენიერესი ჭაბუკი განიმედესი იხილა ზევსმა, მოეწონა და თან წაიყვანა ოლიმპოსზე. მას შემდეგ იგი სუფრასთან მსხდომ ღმერთებს მერიქიფეობას უწევდა, თან ზევსის საყვარელი ჭაბუკი იყო. მითის სხვა ვერსიის თანახმად, განიმედესი მოიტაცა არწივად გარდასახულმა ზევსმა (ან ზევსის არწივმა). მეფე ტროსს – კი დასამშვიდებლად უბოძა ეტლი, რომელშიც უკვდავი ცხენები იყო შებმული.

ხელოვნებაში განიმედესს წარმოსახავენ ლამაზ ჭაბუკად თასით ხელში. მას ხატავდნენ მიქელანჯელო, ტიციანი, კორეჯო, რემბრანტი და სხვები.

გადატანითი მნიშვნელობით, ზოგჯერ ოფიციანტს განიმედესად უხმობენ.






წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები