ობიექტივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ობიექტივი''' (ლათ. objectivus საგნობრივი) – ლინზური ან სარკულ-ლინზურ...)
 
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ოპტიკური ხელსაწყოები]]
 
[[კატეგორია:ოპტიკური ხელსაწყოები]]
 +
[[კატეგორია:ობიექტივი]]

12:30, 1 სექტემბერი 2022-ის ვერსია

ობიექტივი (ლათ. objectivus საგნობრივი) – ლინზური ან სარკულ-ლინზური ოპტიკური სისტემა, რომელიც გამოიყენება ხელსაწყოებში ობიექტების ნამდვილი ან წარმოსახვითი გამოსახულების მისაღებად.

დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: სათვალთვალო მილს (მაგ., ტელესკოპი), რომელიც იძლევა შემცირებულ გამოსახულებას; მიკროსკოპს, რომელიც იძლევა გადიდებულ გამოსახულებას; ხელსაწყოებს ფოტო-, კინოგადაღებისა და კინოპროექციის, რომლებიც იძლევა შემცირებულ, გადიდებულ და ნატურალური სიდიდის გამოსახულებას. ფოტო- და კინოაპარატურის ო. ძირითადი მახასიათებლებია: ფოკუსური მანძილი, გამოსახუ-ლების ველის კუთხე (მხედველობა), დასაშვები ძალა, ფარდობითი ხვრელი (სინათლის ძალა) და სხვ. ისინი იყოფა მოკლეფოკუსიან (ფართოკუთხიან), ნორმალურ და გრძელფოკუსიან (ნორმალურ ობიექტივებში ფოკუსური მანძილი დაახლოებით დიაგონალის კვადრატის ტოლია, მოკლეფოკუსიანში – ნაკლებია, გრძელფოკუსიანში – მეტი) ობიექტივებად. ობიექტივის ბუდეზე ჩვეულებრივ დატანილია დიაფრაგმის სიდიდე. ფოტო- და კინოგადაღების ობიექტივი მზადდება მუდმივი ან ცვლადი ფოკუსური მანძილით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები