კნაპა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''კნაპა''' - Crataegus orientalis Pall. ex M. Bieb. კნაპა ვარდისებრთა ...) |
11:35, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია
კნაპა - Crataegus orientalis Pall. ex M. Bieb.
კნაპა ვარდისებრთა ოჯახიდანაა. სიმშრალის მოყვარულია და ხარობს უმეტესად ქვიან ფერდობებზე, მთის შუა სარტყელში, მშრალი ადგილების ბუჩქნარში და მუხნარ-ჯაგრცხილნარში. კნაპა უმეტესად ბუჩქია, თუმცა 5 მ-მდეც იზრდება. ეკლიანი ყლორტები ხშირი შებუსვით გამოირჩევა. ნაცრისფრადაა შებუსვილი უხეში ფოთლებიც, სამნაკვთიანი, ნაკვთების წვერში სამი-ოთხი კბილით. კნაპას ყვავილი თეთრია, ყვავილედი – ფარი. ნაყოფი კენკრაა, მოწითალო-ნარინჯისფერი, გარედან პრიალა ან მოკლე ბუსუსებით დაფარული. მწიფდება სექტემბერში.