კლდის იასამანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''კლდის იასამანი''' - Kentranthus longiflorus Steven '''ქართლ. – ...) |
15:20, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია
კლდის იასამანი - Kentranthus longiflorus Steven
ქართლ. – კლდის ყვავილი
კლდის იასამანი ეკუთვნის კატაბალახასებრთა ოჯახს. ქართლის, მესხეთისა და იმერეთის ბარში, კლდის ნაშალსა და ქვიან ფერდობებზე იზრდება. განსაკუთრებით ხშირად თბილისის მისადგომებში გვხვდება, სადაც კლდის ნაშალი და ქვიანი ადგილები იშვიათი არ არის. კლდის იასამანი მრავალწლოვანი მცენარეა. ჩვეულებრივ, ერთი ფესვიდან რამდენიმე ღერო აქვს ამოტანილი. ღერო სწორმდგომია, ღრუიანი და შეუბუსავი. სიმაღლით 80 სმ-ს აღწევს, უფრო ხშირად კი – 35-60 სმ-ს.