ოქტაედრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ოქტაედრი '''ოქტაედრი''' – (ბერძ. oktō რვა და hedra ფუძე, ...) |
15:47, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია
ოქტაედრი – (ბერძ. oktō რვა და hedra ფუძე, გვერდი), წესიერი მრავალწახნაგების ხუთი ტიპიდან ერთ-ერთი. აქვს სამკუთხა ფორმის 8 წახნაგი, 12 წიბო, 6 წვერო (თითოეულ წვეროში თავს იყრის 4 წიბო). თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ოქტაედრის მოცულობა V = 0,4714b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 3,4641b2.