ოქტაედრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქტაედრი

ოქტაედრი – (ბერძ. οκτω – რვა, εδρα – წახნაგი, საყრდენი, საფუძველი, ფუძე, გვერდი). რვაწახნაგა; წესიერი ოქტაედრი − მრავალწახნაგების ხუთი ტიპიდან ერთ-ერთი, რომლის წახნაგებსაც წარმოადგენენ წესიერი სამკუთხედები. ოქტაედრს აქვს სამკუთხა ფორმის 8 წახნაგი, 12 წიბო, 6 წვერო (თითოეულ წვეროში თავს იყრის 4 წიბო). წესიერ ოქტაედრს აქვს სიმეტრიის ცენტრი და 9 სიმეტრიის სიბრტყე. თუ წესიერი ოქტაედრის წიბოს სიგრძეა a, მაშინ მისი მოცულობა V= a32 /3≈ 0,4714 a3. თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ოქტაედრის მოცულობა V = 0,4714b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 3,4641b2.


სიტყვასიტყვით „რვაწახნაგა“ ტერმინი „ოქტაედრი“ შემოიღო თეეტეტმა, რომელმაც პირველმა ააგო რვაწახნაგა. შემდგომ ეს ტერმინი გვხვდება ევკლიდთან და ჰერონთან.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები