პარაბოლოიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პარაბოლოიდი''' – (ბერძ. parabolḗ შედარება, მსგავსება და -oeidēs მსგავს...) |
14:32, 21 სექტემბერი 2022-ის ვერსია
პარაბოლოიდი – (ბერძ. parabolḗ შედარება, მსგავსება და -oeidēs მსგავსი, მსგავსება, ფორმა < eîdos სახე, ფორმა), მე-2 რიგის ზედაპირი, რომელიც მიიღება პარაბოლას ბრუნვით მისი ღერძის გარშემო.
პარაბოლოიდი არის უცენტრო ჩაუკეტავი ზედაპირი, რომლის უმარტივეს განტოლებებს დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში აქვს შემდეგი სახე: x2/p2 + y2/q2 = 2z (ელიფსური პარაბოლოიდი), x2/p2 – y2/q2 = 2z (ჰიპერბოლური პარაბოლოიდი), სადაც p>0, q>0 – ნახევარღერძებია.