ფორთის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ]]
 
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ]]
 +
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები თურქეთში]]

მიმდინარე ცვლილება 15:10, 21 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

XanZTis taZari.jpg

ფორთის ტაძარი (ინგლ. Forti Temple) – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ სამცხეში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). გარეგანი მასებით, პროპორციით ფორთის ტაძარი შუალედ საფეხურზე დგას ადრინდელი ფეოდალური ხანისა და XI-XIII საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებას შორის. გუმბათს ამკობს დეკორაციული თაღები და ხერხისებრი კარნიზი, რომლის გამოც გუმბათის საბურავს ნახევრადდაკეცილი ქოლგის სახე აქვს. გეგმით სწორკუთხა შენობის აღმოსავლეთი აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. შიგნით მკაფიოდ არის გამოყოფილი მაღალი ჯვაროვანი შუა სივრცე და უფრო დაბალი ნაწილები კუთხეებში, ჯვრის მკლავებს შორის. აქვეა ორი თავისუფლად მდგარი გუმბათქვეშა ბურჯი და ბოძების კიდევ ერთი წყვილი დასავლეთ მკლავში. ქართველი ისტორიკოსის პავლე ინგოროყვას (1893-1983 წწ.) მოსაზრებით დღევანდელი ფორთის ტაძარი სინამდვილეში ხანძთის ტაძარია.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები