Orchis ustulata L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | [[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] |
მიმდინარე ცვლილება 12:48, 23 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
Orchis ustulata L. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის ღერო 15-50 სმ სიმაღლისაა, შეფოთლილი; ზედა ნაწილში დაფარულია წაწვეტებული, ფოთლისმაგვარი ვაგინებით. ფოთლები მოყვანილობით მოგრძო-ლანცეტაა, ლეგა, ძირისკენ შევიწროებული და პატარა წვეტით დაბოლოებული. ყვავილედი ხშირ და მრავალყვავილიანია, ცილინდრული. ყვავილები პატარა ზომისაა; მუზარადი მოშავო-მეწამული ფერისაა და მობლაგვო; ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები ვარდისფერია; ტუჩი – ღია ვარდისფერი ან მოთეთრო. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება შუა და ზედა სარტყლებში ტყისპირა მიდამოებსა და ბუჩქნარში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული.