ფუტკრის ტოქსიკოზი
(→ყვავილის მტვრით გამოწვეული ტოქსიკოზი) |
|||
| ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
შხამიანი მცენარეების (ტილჭირი, ბუერა, ბაია, წყლის იელი, შხამა და სხვ.) მტვრით ფუტკრის მოწამვლაა. დაავადება წარმოიშობა ოჯახში დიდი რაოდენობით თავღია ბარტყის არსებობისა და წყლის ბალანსის დარღვევის შედეგად. | შხამიანი მცენარეების (ტილჭირი, ბუერა, ბაია, წყლის იელი, შხამა და სხვ.) მტვრით ფუტკრის მოწამვლაა. დაავადება წარმოიშობა ოჯახში დიდი რაოდენობით თავღია ბარტყის არსებობისა და წყლის ბალანსის დარღვევის შედეგად. | ||
| − | '''დაავადების ნიშნები'''. ფუტკარს არ აქვს ფრენის უნარი, მუცელი გადიდებულია. ნაწლავები გადავსებულია ყვავილის მტვრით, უკანა ნაწლავი მკვეთრად გადიდებულია, ჟანგმიწა-ყვითელი ფერისაა. ჩვეულებრივ, ფუტკარი იღუპება სკის ახლოს. დიაგნოზს ადგენენ ფუტკრის ნაწლავების ფერით და ვირუსული დამბლის გამორიცხვის საფუძველზე. | + | '''დაავადების ნიშნები'''. ფუტკარს არ აქვს ფრენის უნარი, მუცელი გადიდებულია. ნაწლავები გადავსებულია ყვავილის მტვრით, უკანა ნაწლავი მკვეთრად გადიდებულია, [[ჟანგმიწა]]-ყვითელი ფერისაა. ჩვეულებრივ, ფუტკარი იღუპება სკის ახლოს. დიაგნოზს ადგენენ ფუტკრის ნაწლავების ფერით და ვირუსული დამბლის გამორიცხვის საფუძველზე. |
'''ბრძოლის ღონისძიებები'''. ფუტკარს კვებავენ თხელი სიროფით, საფუტკრეები გადააქვთ თაფლოვან მცენარეებთან. | '''ბრძოლის ღონისძიებები'''. ფუტკარს კვებავენ თხელი სიროფით, საფუტკრეები გადააქვთ თაფლოვან მცენარეებთან. | ||
მიმდინარე ცვლილება 12:59, 28 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
სარჩევი |
[რედაქტირება] ფუტკრის ტოქსიკოზი
[რედაქტირება] მანანას ტოქსიკოზი
მანანას შემცველი თაფლის მოხმარებით გამოწვეული ფუტკრის მოწამვლაა ხშირად შეიმჩნევა ზამთრის პერიოდში.
დაავადების ნიშნები - სკის კედლები, საფრენი, ფიჭები დასვრილია ფუტკრის მოშავო ყავისფერი განავლით. საფრენის ახლოს და სკის ძირზე - ბევრი დახოცილი ფუტკარია. დაავადებული ფუტკრის შუა ნაწლავი ყავისფერი ან შავია, ადვილად იხევა. დიაგნოზს ადგენენ გარეგანი ნიშნებისა და თაფლის ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. დაავადების თავიდან ასაცილებლად შემოდგომაზე თფლს შაქრით ცვლიან.
ბრძოლის ღონისძიებები - დაავადებულ ოჯახებს კვებავენ 1—1,5 ლ 50 % -იანი შაქრის თბილი სიროფით. საზამთრედან ფუტკარი ადრე გაჰყავთ.
[რედაქტირება] ნექტრის ტოქსიკოზი
ზოგიერთი მცენარის (შხამა, შმაგა, სათესი დეზურა და სხვ.) ნექტრით ფუტკრის მოწამვლაა. დაავადება აღინიშნება მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში, სხვა თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის არარსებობის დროს. ყველაზე მეტად ზიანდება მოღალე ფუტკარი.
დაავადების ნიშნები - ზოგ შემთხვევაში აღინიშნება არა მარტო მოღალე მფრინავი ფუტკრის, არამედ სკის შიგნით ნაყოფიერი დედისა და ბარტყის დაღუპვაც. დაავადებული და დაღუპული ფუტკარი გვხვდება სკის ახლოს. ფუტკარი კარგავს ფრენის უნარს, ეწყება ფრთების, ფეხების დამბლა, ფუტკრის ნაწილი ერთი დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანსაღდება, განსაკუთრებით, თბილ შენობაში მოთავსებით. დიაგნოზს ადგენენ ინფექციური და ინვაზიური დაავადებების აღმძვრელთა გამორიცხვით და ნაწლავებში ცვლილებების არარსებობთ.
ბრძოლის ღონისძიებები ფუტკარს კვებავენ შაქრის თხელი სიროფით.
[რედაქტირება] ყვავილის მტვრით გამოწვეული ტოქსიკოზი
შხამიანი მცენარეების (ტილჭირი, ბუერა, ბაია, წყლის იელი, შხამა და სხვ.) მტვრით ფუტკრის მოწამვლაა. დაავადება წარმოიშობა ოჯახში დიდი რაოდენობით თავღია ბარტყის არსებობისა და წყლის ბალანსის დარღვევის შედეგად.
დაავადების ნიშნები. ფუტკარს არ აქვს ფრენის უნარი, მუცელი გადიდებულია. ნაწლავები გადავსებულია ყვავილის მტვრით, უკანა ნაწლავი მკვეთრად გადიდებულია, ჟანგმიწა-ყვითელი ფერისაა. ჩვეულებრივ, ფუტკარი იღუპება სკის ახლოს. დიაგნოზს ადგენენ ფუტკრის ნაწლავების ფერით და ვირუსული დამბლის გამორიცხვის საფუძველზე.
ბრძოლის ღონისძიებები. ფუტკარს კვებავენ თხელი სიროფით, საფუტკრეები გადააქვთ თაფლოვან მცენარეებთან.
[რედაქტირება] მარილის ტოქსიკოზი
ფუტკრის მოწამვლაა, რასაც იწვევს საჭმელი მარილის დიდი რაოდენობით მიცემა, მინერალური მარილებით დაბინძურებული შაქრის ნარჩენებით კვება, ან 0,5 % -ზე მეტი საჭმელი მარილის შემცველობის წყლის მიცემა. საკვებში 2% საჭმელ მარილს ფუტკარი დაღუპვამდე მიჰყავს.
დაავადების ნიშნები - დასაწყისში ფუტკარი აღგზნებულია, სკაში ისმის ხმაური, შემდეგ უსიცოცხლო ხდება, უჩნდება ფაღარათი. დიაგნოზს ადგენენ საკვების ქიმიური გამოკვლევის საფუძველზე.
ბრძოლის ღონისძიებები - უცვლიან მარილის შემცველ საკვებს.