სკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Skka1.PNG

სკა - უნდა იყოს მშრალი, თბილი, ადვილად გასანიავებელი, ზამთრის პერიოდში ფუტკრის კარგი საცხოვრებელი. ყოველნაირი კონსტრუქციის სკაში კედლებსა და ჩარჩოს გვერდის თამასებს შორის მანძილი 7,5-8 მმ-ია, რიგში განლაგებული ჩარჩოების ცენტრებს შორის 37–38 მმ, ჩარჩოს სისქე 25 მმ-ია. სკის ხის ნაწილებს ამზადებენ უფისო ფიჭვის, ნაძვის, სოჭის, კედრის, ცაცხვის, ვერხვის მერქნიდან. მერქნის ტენიანობა 15% -ს არ უნდა აღემატებოდეს. დასაშვებია მერქანში შეზრდილი ჯანმრთელი ნუჟრებისკის თითოეულ ნაწილში შეიძლება იყოს არა უმეტეს სამი ნუჟრისა, ზომით არა უმეტეს ნაწილის 1/5 სიგანის ზომისა. ამავე დროს საჭიროა, რომ ნუჟრები დაცილებული იყოს არანაკლებ 65 მმ მანძილზე ნაწილის ტორსული და 20 მმ-ზე სიგრძივი ნაწიბურიდან. ნაწილობრივ შეზრდილი და შეუზრდელი ნუჟრები, აგრეთვე ამოცვენილი ნუჟრების ნახვრეტები დაიშვება იმ პირობით, რომ ნახვრეტი აუცილებლად ამოივსება ჩასადგმელებით.

Skka2.PNG

ცალკეული ნაწილების შესაწებებლად იყენებენ წყალგამძლე წებოს. სკის ცალკეული ნაწილების შეერთების ადგილებში ნაპრალები არ დაიშვება. სკის ცალკეული ნაწილებისა და კვანძების შესრულების დროს მხოლოდ ისეთი გადახრა დაიშვება, რაც არ უშლის ხელს მათ ურთიერთშეცვლას. სკის სახურავისა და ძირის შეფიცვრას ისეთნაირად ახდენენ, რომ ფიცრის წლიური ნაზარი ფენა გულის მხრიდან განლაგებული იყოს გარედან. სკის კორპუსის თითოეულ კედელს ამზადებენ ორი ან სამი ფიცრისაგან, რომლებსაც აერთებენ კილოსა და თხემში და წყალგამძლე წებოთი აწებებენ.


სკის გარეთა მხარეს ზეთით ამუშავებენ და ღებავენ ორ ფენად თეთრი, ყვითელი ან ლურჯი საღებავით. სკის სახურავს ფურცლოვანი ლითონებით ფარავენ. სახურავის ნაპირებსა და კუთხეებს გულმოდგინედ აჭედებენ. აწყობილ სკებს ინახავენ ფარდულის ქვეშ ან მშრალ, დაკეტილ სათავსში.

სკის ძირითადი ნაწილებია: ერთი ან რამდენიმე კორპუსი, ერთი, ან რამდენიმე საკუჭნაო, სახურავის ქვედა სარტყელი, ჭერის პატარა ფიცრები, სახურავი, ძირი, მისაფრენი ფიცარი, ჩასადგმელი ფიცარი (დიაფრაგმები), ბუდისა და საკუჭნაოს ჩარჩოები.

სკის კორპუსს აქვს ოთხი ფიცრისაგან შეკრული ყუთის სახე. მასში ათავსებენ ფუტკრის ოჯახს. სკის კონსტრუქციისდა მიხედვით კორპუსში ათავსებენ 10-დან 20-მდე (ზოგჯერ მეტ) ბუდის ჩარჩოს, რომელსაც სპეციალურ ნარიმანდზე ჰკიდებენ მხრებით. ნარიმანდს იღებენ კორპუსის კედლების შიგნითა ზედა ნაწილებში. კორპუსის წინა კედელს აქვს ფუტკრის, საფრენები. ერთი საფრენთაგანი მოთავსებულია კორპუსის ქვედა ნაწილში, მეორე — ზედაში. ამასთან დაკავშირებით, საფრენებს უწოდებენ ქვედასა და ზედას. სკის კორპუსი შეიძლება გაყოფილი იყოს ორ ნაწილად, დამოუკიდებელი საფრენებით, რაც თითოეულ სკაში ფუტკრის ორი ოჯახის ან ერთი ოჯახისა და სათადარიგო დედიანი ნაყრის მოთავსების საშუალებას იძლევა. ძირი გათვალისწინებულია ქვემოდან კორპუსის შემოსაზღვრად; მოთავსებულია სკის ქვედა კორპუსის ქვეშ. ის შეიძლება იყოს კორპუსიდან მოსახსნელი, ან მასთან ყრუდ მიჭედებული ლურსმნებით, შედგება რამდენიმე ფიცრისაგან შეკრული დაფისა და სარტყელისაგან. ძირის! შვერილზე ამაგრებენ მისაფრენ ფიცარს. ს მისაფრენი ფიცარი ანჯამებით მიმაგრებულია ძირზე, კორპუსის წინა კედელთან. ის ფუტკარს უმსუბუქებს სკიდან გამოფრენას და ბუდეში დაბრუნებას. სკების გადაზიდვისას და ზამთრისათვის შენობაში მათი შეტანის დროს მისაფრენ ფიცარს მაღლა სწევენ, რათა ხელი არ შეუშალოს მანქანაზე სკების განლაგებას გადაზიდვის დროს, აგრეთვე თაგვმა რომ ვერ შეძლოს სკაში შეღწევა ზამთრის პერიოდში.

Fiwa.PNG

საკუჭნაო გათვალისწინებულია ფუტკრის ოჯახის ბუდის გაფართოებისათვის. მასში მოთავსებული ჩარჩო ორჯერ ნაკლებია სიმაღლეში ბუდის ჩარჩოსთან შედარებით. საკუჭნაოს მოწყობილობა სკის კორპუსის მოწყობილობის ანალოგიურია, მაგრამ მისი კედლები უფრო დაბალია, ვიდრე კორპუსისა. საკუჭნაოს შიგა ზომები სიგრძესა და სიგანეში შეესაბამება სკის კორპუსის ანალოგიურ ზომებს. სახურავის ქვედა სარტყელი გამოიყენება ზედა დასათბუნებლის მოსათავსებლად. გარდა ამისა, იგი კორპუსის ან საკუჭნაოს ზემოთ ჭერის პატარა ფიცრების სწორად გაწყობის საშუალებას იძლევა. ჭერი, ხელს უწყობს ფუტკრის ოჯახში სითბოს შენარჩუნებას. ის შედგება ცალკეული პატარა ფიცრებისაგან, რომლებიც საჭიროების დროს შეიძლება შეკრული იქნეს სპეციალური მინაკრებით. მას ათავსებენ კორპუსის ან საკუჭნაოს); ჩარჩოებს ზემოთ.

სახურავი სკას ზემოდან ეფარება და მას ატმოსფერული ნალექებისაგან იცავს სკის კონსტრუქციისდა მიხედვით სახურავი შეიძლება იყოს ბრტყელი, ერთგვერდიანი ან ორგვერდიანი. სახურავის გვერდის კედლებში აკეთებენ სავენტილაციო ნახვრეტებს ან ჭრილებს.გამყოფი ფიცარი გამოიყენება ბუდის ზომის შესაზღუდად ფუტკრის ოჯახის სიძლიერის მიხედვით. ცივ ამინდში სკაში საჭირო სითბური რეჟიმის დაცვისათვის გამყოფი ფიცრის მიღმა ათავსებენ დასათბუნებელს. მრავალკორპუსიან სკებში გამყოფი ფიცარი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა სისტემის სკებში.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები