რუტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რუტილი''' − (ლათ. rutilus ხასხასა წითელი, ოქროსფრად მბრწყინავი), [[მ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:30, 3 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
რუტილი − (ლათ. rutilus ხასხასა წითელი, ოქროსფრად მბრწყინავი), მინერალი, ტიტანის ორჟანგი. ქიმიური ფორმულა – TiO2. შეიცავს რკინის, კალის, ნიობიუმისა და ტანტალის მინარევებს.
სიმკვრივე – 4230 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 6-6,5.
ფერი: შავი, რუხი, წითელი, ოქროსფერი.
გვხვდება ადრეული გენეზისის მაგმურ ქანებში (გრანიტი, გრანიტისა და გაბროს პეგმატიტები, დანალექი წარმონაქმნები და სხვ. გამოიყენება ტიტანის შემცველი პრეპარატების დასამზადებლად, ფეროტიტანის გამოსადნობად, ტიტანის თეთრას დასამზადებლად, კერამიკულ მრეწველობაში, რადიოტექნიკასა და სხვ.