ქანჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქანჩი''' – ლითონის სამაგრი ნაკეთობა ხრახნიანი შუაგულით, რო...) |
16:36, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ქანჩი – ლითონის სამაგრი ნაკეთობა ხრახნიანი შუაგულით, რომელიც ქმნის შეერთებას ხრახნის, ჭანჭიკის ან სარჭის დახმარებით. მზადდება ლეგირებული, ჩვეულებრივი, ინსტრუმენტული ან საავტომატე ფოლადისაგან, როგორც წესი, ექვსწახნაგა ფორმის (შესაძლებელია სხვა ფორმისაც, მაგ., მრგვალი, გვირგვივოვანი, კვადრატული და სხვ.). ქანჩის სიმაღლეს იღებენ (0,5-0,8)d ფარგლებში, სადაც d არის ქანჩის შუაგულის (ნახვრეტის) დიამეტრი. ქანჩებს, როგორც წესი, ამზადებენ დაზგა-ავტომატებზე. პრაქტიკულად, გამოიყენება ტექნიკის ყველა დარგში (საბავშვო კონსტრუქტორიდან დაწყებული – ხიდების მშენებლობით დამთავრებული).