დაარმირებული ქაფპლასტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დაარმირებული ქაფპლასტი''' − ძალოვანი [[კონსტრუქციული მასალ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:18, 5 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
დაარმირებული ქაფპლასტი − ძალოვანი კონსტრუქციული მასალა, რომელიც შედგება ქაფპლასტისა და ფანერის, პლასტმასის ან ლითონის დაარმირებული, მორიგეობით განლაგებული ფენებისაგან. მზადდება ფიჭური და ფენოვანი დაარმირებული პლასტმასები, სადაც პირველ შემთხვევში ფიჭის კედლები წარმოადგენს ხისტ კარკასს, ხოლო მეორე შემთხვევაში არმატურად გამოიყენება გარკვეული გეომეტრიული კანონზომიერებით განლაგებული მავთულის ღეროები. დაარმირებული ქაფპლასტი ფართოდ გამოიყენება სამფენოვანი კონსტრუქციების შემავსებლად მშენებლობაში, გემთმშენებლობაში, ავიაციაში, შესაფუთ მრეწველობასა და სხვ.