ქურო (მოწყობილობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: საკაბელო ქურო '''ქურო''' – მაერთებელი მოწყ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:32, 12 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ქურო – მაერთებელი მოწყობილობა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ლილვებს, მილებს, ბაგირებს, კაბელებს და ა.შ. განასხვავებენ შემაერთებლებს, რომელიც დაკისრებული ფუნქციის მიხედვით უზრუნველყოფს შეერთების სიმძლავრეს, შებოჭილობას, იცავს კოროზიისაგან და სხვ. არსებობს ქუროს სახეები: დამცველი, ელექტრომაგნიტური. ექსცენტრული, ლენტური, მუდმივი, მოძრავი, მუშტა, სახსროვანი, უნივერსალური, შემაერთებელი, შემომვლელი, ჩამრთველი და სხვ.
[რედაქტირება] საკაბელო ქურო
მოწყობილობა ელექტრული და ოპტიკური კაბელების გადასაბმელად ან მისაყვანად ელექტრულ დანადგართან, სტაციონალურ ნაგებობასთან, ელექტროენერგიის გადამცემ და კაბშირგაბმულობის ხაზთან. საკაბელო ქურო არის დეტალებისა და მასალების კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს კაბელის ელექტრულ, კონსტრუქციულ და მექანიკურ მთლიანობას.