ყალიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყალიბი''' 1. მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება რაიმე ნაკეთობ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:04, 17 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ყალიბი

1. მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება რაიმე ნაკეთობისათვის გარკვეული მოხაზულობის მისაცემად, მაგ., სამსხმელო, ბეტონისა და რკინაბეტონის ნაკეთობების წარმოებაში და სხვ. ყალიბი მზადდება ხის, ლითონის, ქვიშის ან პლასტმასისაგან. აქვს მრავალჯერადი გამოყენება და ამიტომ საჭიროა პერიოდულად შემოწმდეს მისი ზომების სიზუსტე და სიმტკიცე. დასაბეტონებელი კონსტრუქციების მიხედვით, ყალიბის მრავალგვარი სახეობა არსებობს, რომელთაგან პრაქტიკული თვალსაზრისით ყველაზე მეტად გამოიყენება შემდეგი სახის: დასაშლელ-გადასაადგილებელი წვრილფაროვანი, მსხვილფაროვანი, ბლოკური, ასაწევ-გადასაადგილებელი, მოცულობით-გადასაადგილებელი, ჰორიზონტალურად გადასაადგილებელი, ვერტიკალურად გადასაადგილებელი, გვირაბის, მოუხსნადი, სპეციალური და სხვ.;
2. თიხის ან სხვა მასალისაგან დამზადებული ფორმა, ქანდაკების ან სხვა ნაწარმის ჩამოსასხმელად.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები