კომერციული შენობა
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Komerciuli shenoba.JPG|thumb|250პქ|მაკდონალდსის შენობა ქ. ბათუმში, საქართ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:47, 24 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
კომერციული შენობა − შენობა, რომელიც გამოიყენება ბიზნესის საწარმოებლად და მოიცავს შემდეგ ქვეჯგუფებს:
1. ადმინისტრაციული – შენობა, სადაც განთავსებულია კომერციული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ოფისები;
2. სავაჭრო – შენობა (სავაჭრო ცენტრი, მეგამოლი, პავილიონი), სადაც განთავსებულია სავაჭრო საწარმოები (მაღაზია, სუპერმარკეტი, ჰიპერმარკეტი);
3. საგამოფენო – შენობა გამოფენების მოსაწყობად კომერციული ორგანიზაციების ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე საგამოფენო ბიზნესის საწარმოებლად;
4. კომერციული - შენობა კომერციული საწარმოების (ფაბრიკა, ქარხანა) განსათავსებლად, რომელთა გამოშვებულ პროდუქციას კომერციული ორგანიზაცია იყენებს გასაყიდად;
5. დამხმარე – შენობა, რომელშიც განთავსდება სხვადასხვა დამხმარე სამსახურები (მაგ., გარაჟი კორპორაციული ავტოტრანსპორტისათვის), რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციის (მეპატრონის) ძირითად საქმიანობას.