შპონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 33: ხაზი 33:
 
==== ხელოვნური შპონი ====
 
==== ხელოვნური შპონი ====
 
სინთეზური შპონი, რომელიც ფისში გაჟღენთილი ტექსტურიანი ან უტექსტურო ქაღალდისგან მიიღება.
 
სინთეზური შპონი, რომელიც ფისში გაჟღენთილი ტექსტურიანი ან უტექსტურო ქაღალდისგან მიიღება.
 +
 +
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 15:58, 26 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ახდილი შპონი

შპონი − (გერმ. spon ნაფოტი, ტკეჩი) – მერქნის (ბუნებრივი) ან სხვა მასალის (სინთეზური) თხელი ფენა (0,1-10 მმ), რომელიც, როგორც წესი, გადაეკვრება ხის ან სხვა მასალის უხეშ ზედაპირზე (ფიცარი, პანელი, იატაკი, მერქანბურბუშელოვანი ფილა, მერქანბოჭკოვანი ფილა და სხვ.).

შპონის წარმოება ხდება უწყვეტი მოქმედების სპეციალურ შპონსახდენ ჩარხებზე. გამოიყენება სამშენებლო ფანერის, ავეჯის, დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტების, რადიოაპარატურის კორპუსების, აკუსტიკური ნაკეთობების, დელტა-მერქნის, სკეიტბორდების, ასანთის, ინკრუსტაციანი კოლოფის, ყუთის, ზარდახშის დასამზადებლად, მარკეტრის სამუშაოებში, ავტომობილების სალონების მოსაწყობად და სხვ. არსებობს შპონის სახეები: ანათალი, ახდილი, განივი, გაუმშრალი, გლუვი, დახერხილი, მშრალი, საავიაციო, ფერადი, ხაოიანი, ხელოვნური და სხვ.

სარჩევი

[რედაქტირება] ანათალი შპონი

თხელი, ვიწრო მერქნის ფურცელი, რომელიც მერქნის ნამზადის (ვანჩესის) ბოჭკოების განივი რანდვით მიიღება სპეციალურ შპონსარანდავ ჩარხზე. ის ძირითადად ფოთლოვანი ჯიშის ძვირფასი მერქნისგან მზადდება. ხასიათდება ლამაზი ტექსტურით. გამოიყენება ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობების წარმოებაში.

[რედაქტირება] ახდილი შპონი

გლუვზედაპირიანი თხელი მერქნის ფურცელი, რომელიც მიიღება მერქნის ახდით შპონსახდელ ჩარხზე. გამოიყენება შეწებებული ნამზადებისა და ფანერის, მერქანშერეული პლასტიკების, მთლიანწნეხილი ნაკეთობების დასამზადებლად.

[რედაქტირება] განივი შპონი

შპონი, რომლის ფურცლის სიგანე (მერქნის ბოჭკოების განივად) მეტია შპონის ფურცლის სიგრძეზე (მერქნის ბოჭკოების გრძივად).

[რედაქტირება] გაუმშრალი შპონი

შპონი, რომელსაც არ გაუვლია შრობის პროცესი და შენარჩუნებული აქვს შპონის ახდისას მასში არსებული ტენი.

[რედაქტირება] გლუვი შპონი

შპონი, რომლის ზედაპირზე მოცილებულია მერქნის ბოჭკოები (ხაო).

[რედაქტირება] დახერხილი შპონი

შპონი, რომელიც მიიღება მერქნის დახერხვით სპეციალურ სახერხ ჩარხზე. მისი სისქეა 0,8-20 მმ. იშვიათად იწარმოება არარენტაბელურობის გამო (მერქნის დიდი დანაკარგი ხერხვისას). გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად. დახერხილი შპონი ჩვეულებრივი შპონისაგან განსხვავებით არ იცვლის ფერსა და ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს.

[რედაქტირება] მშრალი შპონი

შპონი, რომლის ტენიანობა განსაზღვრულ დონემდეა დაყვანილი მისი დანიშნულების მიხედვით (მაგ., ავეჯის წარმოებაში გამოყენებული შპონის ტენიანობაა 2-8%).

[რედაქტირება] საავიაციო შპონი

არყის ხისაგან მიღებული უდეფექტო, მაღალი ხარისხის ახდილი შპონი, რომელიც საავიაციო მრეწველობაში გამოიყენება შეწებებული ფანერის დასამზადებლად.

[რედაქტირება] ხაოიანი შპონი

ხაოიანზედაპირიანი შპონი, რაც გამოწვეულია ნედლეულის არასრული ჰიდ-როთერმული დამუშავებით, მიმჭერი სახაზავის არასწორად დაყენებით, დანის დიდი უკანა კუთხით ან დანის დაბლაგვებით. ის ნაწილობრივ მერქნის ჯიშზე და მიკროსტრუქტურაზეცაა დამოკიდებული.

[რედაქტირება] ხელოვნური შპონი

სინთეზური შპონი, რომელიც ფისში გაჟღენთილი ტექსტურიანი ან უტექსტურო ქაღალდისგან მიიღება.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები