ჩამიწება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ჩამიწება '''ჩამიწება''' – წინასწარგანზრახუ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:01, 27 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ჩამიწება

ჩამიწება – წინასწარგანზრახული ელექტროშეერთება ქსელის რაიმე წერტილის ან ელექტროდანადგარისა დამამიწებელ მოწყობილობასთან (მიწასთან).

კეთდება ადამიანებისა და ცხოველების უსაფრთხოების მიზნით. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური ჩამიწება ბუნებრივს მიეკუთვნება კონსტრუქციები, რომელიც მუდმივად იმყოფება მიწაში (მაგ., საძირკველი, საყრდენი კედელი და სხვ.), ხოლო ხელოვნურს – სპეციალურად ჩამიწებისათვის გაყვანილი მოწყობილობა.

დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ დამცავ (მაგ., ელექტრომანქანის ან აპარატის კორპუსის) და მუშა (მაგ., მეხსარიდის, ელექტროტრანსფორმატორის ან რადიოანტენის ნეიტრალური წრედის) ჩამიწებას. ჩამამიწებლად გამოიყენება მიწაში ღრმად ჩასობილი ფოლადის ღეროები, მილები, ზოლები, გაგლინული პროფილები და სხვ., აგრეთვე ფოლადის არმატურის ბადეები.

[რედაქტირება] მუშა ჩამიწება

ელექტრული ქსელის ცალკეული წერტილების (მაგ., ნეიტრალური წერტილის, ფაზური სადენის და ა.შ.) წინასწარგანზრახული შეერთება მიწასთან ელექტროდანადგარის ნორმალურ (ან ავარიულ) პირობებში სათანადო მუშაობის უზრუნველსაყოფად.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები