კომერციული ბანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კომერციული ბანკი''' - (commercial bank) - უნიველსალური ხასიათის საკრედი...)

10:59, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

კომერციული ბანკი - (commercial bank) - უნიველსალური ხასიათის საკრედიტო დაწესებულება, ფინანსური შუამავალი, რომელსაც ლიცენზიით გადაცემული აქვს საბანკო ოპერაციების განხორციელების უფლება. მისი ძირითადი ფუნქციებია დეპოზიტების მიღება, კრედიტების გაცემა და კლიენტების საანგარიშსწორებო მომსახურება. თუმცა კომერციული ბანკები დიდი ხანია აღარ იფარგლებიან ზემოაღნიშნული ფუნქციებით და სხვა ოპერაციებსაც ასრულებენ. ისინი დაკავებულნი არიან აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით, საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებითა და ა.შ. კომერციული ბანკების სისტემაში ფართოდ გავრცელდა მომსახურების ისეთი სახეობები, როგორიცაა ლიზინგი და ფაქტორინგი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები