ცემენტის ქვის კოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცემენტის ქვის კოროზია''' – ცემენტის ქვის დაშლ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:49, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ცემენტის ქვის კოროზიაცემენტის ქვის დაშლა ნაწილებად ჰაერის ან თხევადი გარემოს ზემოქმედებით. არჩევენ ცემენტის ფიზიკურ და ქიმიურ კოროზიას. ფიზიკური კოროზიაა ცემენტის ქვაში შემავალი მინერალების ჩამდინარი წყლით გამორეცხვა. ყველაზე ადვილად იხსნება Ca(OH)2. პროცესის შედეგად ცემენტის ქვაში ჩნდება ფორები და ის კარგავს სიმტკიცეს. ქიმიური კოროზია ხდება ცემენტის ზოგიერთ მინერალსა და გარემოში მყოფ მჟავასა და წყალში შემავალ მარილებს შორის ურთიერთქმედების ან გაცვლის რეაქციის შედეგად. ახალი შედგენილობა ან იოლად იხსნება წყალში ან გამოიყოფა ამორფული სახით ან იმატებს მოცულობაში და იწვევს ცემენტის ქვის დასკდომას. განსაკუთრებით ეს ეხება სამკალციუმიან ალუმინატს და კალციუმის ჰიდროჟანგს. კოროზიისაგან დაცვის საშუალებებია: მკვრივი ბეტონის დამზადება, წყალშეუღწევადი მასალით დაფარვა, სპეციალური ცემენტების გამოყენება და სხვ. აქტიური მინერალური დანამატები ზრდის ცემენტის მედეგობას.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები