ნატენი ხიმინჯი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]] | ||
[[კატეგორია:ხიმინჯები]] | [[კატეგორია:ხიმინჯები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:00, 8 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ნატენი ხიმინჯი – ხიმინჯის სახეობა, რომლის დამზადება ხდება ადგილზე გაბურღული გრუნტის ბეტონით ან ქვიშა-ღორღით (ქვიშა-ხრეშით) ამოვსებით. მისი მოწყობის ტექნოლოგია შემდეგია: გრუნტის გაბურღვა, ნაბურღში გარსაცმი მილის ჩაშვება, ნაბურღიდან ჩამოშლილი გრუნტის ამოღება, ნაბურღის ეტაპობრივი შევსება ბეტონის ნარევით, ეტაპების შესაბამისად, ბეტონის დატკეპვნა, გარსაცმი მილის თანდათანობითი ამოღება. ხიმინჯის დაარმატურება ხდება მხოლოდ ზედა ნაწილში. არსებობს ნატენი ხიმინჯის შემდეგი სახეობები: ტკეპნილი (სტრაუსის), ბურღტენილი, პნევმოტენილი, ვიბროტენილი, ხშირტენილი, ვიბროდარტყმითი, ქვიშოვანი და გრუნტბეტონის. ხიმინჯის სიგრძე მიიღება 20-30 მ, დიამეტრი – 50-150 სმ. სპეციალური დანადგარების გამოყენებისას ხიმინჯის დიამეტრმა შეიძლება 350 სმ-საც მიაღწიოს, სიგრძემ – 60 მ-ს, ხოლო მზიდუნარიანობამ – 500 ტ-ს.