ხის სიმრუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხის სიმრუდე''' – მერქნის მანკი, ხის ტანის გრძივი ღერძის გად...) |
მიმდინარე ცვლილება 16:44, 8 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ხის სიმრუდე – მერქნის მანკი, ხის ტანის გრძივი ღერძის გადახრა ტანის გაღუნვის გამო. სიმრუდის გაზომვის დროს ძირიდან 1 მ ტანის სიმაღლე მხედველობაში არ მიიღება. ის მანკის ცუდი სახეობაა, რადგან ასეთი ხის ტანიდან მცირე რაოდენობის დახერხილი მასალა ამოდის. ხდება გრძივი ბოჭკოების ირიბად წაჭრა, რაც აქვეითებს მასალის ხარისხს. არსებობს მარტივი (ერთი გაღუნვით) და რთული (ორი ან მეტი გაღუნვით) სიმრუდე. გამოიყენება ღობეების, ინსტრუმენტების, ინვენტარის, ავეჯის, ჭურჭლის დასამზადებლად.