ნიშადური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:არაორგანული ნივთიერებები]] | [[კატეგორია:არაორგანული ნივთიერებები]] | ||
[[კატეგორია:ამონიუმის ნაერთები]] | [[კატეგორია:ამონიუმის ნაერთები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქლორიდები]] | ||
15:05, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ნიშადური (ამონიუმის ქლორიდი) – თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის კრისტალური ნივთიერება, რომელიც ამიაკისა და უწყლო მარილმჟავას ურთიერთქმედებით მიიღება. კარგად იხსნება წყალში. ტექნიკური პროდუქტი შეიცავს 98-99% ამონიუმის ქლორიდს და 1-2% ტენს. მრეწველობაში ნიშადურს იღებენ, როგორც თანაპროდუქტს ამიაკური ხერხით სოდის წარმოებისას. ნიშადურს იყენებენ მშრალი გალვანური ელემენტების წარმოებაში, მოკალვისა და რჩილვისას, ხის გადამამუშავებელ კომბინატებში კარბამიდის ფისების გასამყარებლად მაღალ ტემპერატურაზე, აგრეთვე მედიცინაში.