საინჟინრო გეოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საინჟინრო გეოლოგია''' − გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლი...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საინჟინრო გეოლოგია''' − გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქის ზედა ჰორიზონტებსა და მათ დინამიკას საინჟინრო-სამშენებლო საქმეში გამოყენების თვალსაზრისით. საინჟინრო გეოლოგია ქანების შედგენილობას, სტრუქტურას, ტექსტურასა და სხვა თვისებებს განიხილავს გრუნტის თვალსაზრისით, შეიმუშავებს ნაგებობისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული პროცესებისა და მოვლენების პროგნოზს და მათი მავნე გავლენის თავიდან აცილების მეთოდებს.
+
'''საინჟინრო გეოლოგია''' − საინჟინრო გეოლოგია გეოლოგიის ცალკე დარგია და წარმოადგენს მეცნიერებას სხვადასხვა დანიშნულების [[მშენებლობა|მშენებლობისა]] და ტერიტორიის სამეურნეო ათვისების გეოლოგიური პირობების შესახებ. იგი სწავლობს და აფასებს იმ გეოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებს [[საინჟინრო ნაგებობა]]ზე: მისი მშენებლობის ადგილის
 +
შერჩევაზე, კონსტრუქციაზე, სამუშაოს წარმოების მეთოდზე და ა.შ.
 +
 
 +
საინჟინრო გეოლოგია განიხილავს [[ქანი|ქანს]], როგორც [[საძირკველი (ნაგებობის)|საძირკველს]] ნებისმიერი ტიპის ნაგებობისთვის და, მეორე მხრივ, როგორც გარემოს, რომელშიც გათვალისწინებულია [[სამშენებლო სამუშაოები]]ს შესრულება. აქ იგულისხმება, ძირითადად, [[მიწისქვეშა ნაგებობები]] – [[სატრანსპორტო გვირაბი|სატრანსპორტო გვირაბები]], სამთო გამონამუშევრები, დახურული სადერივაციო გვირაბები, სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და ა.შ.
 +
 
 +
საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები დროში წინ უსწრებს მშენებლობას და წინასწარი დაპროექტების სტადიაზე ტარდება. თუმცა, ზოგიერთი საკითხის დაზუსტება შეიძლება მუშა ნახაზების ან უშუალოდ მშენებლობის სტადიაზეც მოხდეს. გამოკვლევების მთავარი მიზანი არის მშენებლობის დასაბუთება საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით.
 +
 
 +
 
 +
 
  
  
ხაზი 5: ხაზი 13:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
საინჟინრო გეოლოგია
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 
[[კატეგორია:გეოლოგია]]
 
[[კატეგორია:გეოლოგია]]

12:46, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია

საინჟინრო გეოლოგია − საინჟინრო გეოლოგია გეოლოგიის ცალკე დარგია და წარმოადგენს მეცნიერებას სხვადასხვა დანიშნულების მშენებლობისა და ტერიტორიის სამეურნეო ათვისების გეოლოგიური პირობების შესახებ. იგი სწავლობს და აფასებს იმ გეოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებს საინჟინრო ნაგებობაზე: მისი მშენებლობის ადგილის შერჩევაზე, კონსტრუქციაზე, სამუშაოს წარმოების მეთოდზე და ა.შ.

საინჟინრო გეოლოგია განიხილავს ქანს, როგორც საძირკველს ნებისმიერი ტიპის ნაგებობისთვის და, მეორე მხრივ, როგორც გარემოს, რომელშიც გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოების შესრულება. აქ იგულისხმება, ძირითადად, მიწისქვეშა ნაგებობებისატრანსპორტო გვირაბები, სამთო გამონამუშევრები, დახურული სადერივაციო გვირაბები, სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და ა.შ.

საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები დროში წინ უსწრებს მშენებლობას და წინასწარი დაპროექტების სტადიაზე ტარდება. თუმცა, ზოგიერთი საკითხის დაზუსტება შეიძლება მუშა ნახაზების ან უშუალოდ მშენებლობის სტადიაზეც მოხდეს. გამოკვლევების მთავარი მიზანი არის მშენებლობის დასაბუთება საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით.




წყარო

საინჟინრო გეოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები