რესტრუქტურიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რესტრუქტურიზაცია''' - (restruqturing) – კონტროლირებადი პროგრამა, შედგ...) |
12:57, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია
რესტრუქტურიზაცია - (restruqturing) – კონტროლირებადი პროგრამა, შედგენილი საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის საწარმოს საქმიანობის სფეროს, ან საქმიანობის წარმართვის ხერხებს. რესტრუქტურიზაციის მაგალითებია ასევე: საქმიანობის ნაწილის გაყიდვა ან შეწყვეტა; საქმიანობის დახურვა რომელიმე ქვეყანაში ან რეგიონში; საქმიანობის გადატანა ერთი ქვეყნიდან ან რეგიონიდან მეორე ქვეყანაში ან რეგიონში; მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილება; ფუნდამენტური რეორგანიზაცია, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს საწარმოს საქმიანობის ხასიათსა და მიმართულებაზე. ბოლო ხანებში ეს ტერმინი გამოიყენება ვალებთან მიმართებაში - ვალების რესტრუქტურიზაცია, რაც ნიშნავს ახალი პირობებისა და ვადების განსაზღვრას ვალის დაფარვასთან მიმართებაში.