ვალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვალი - (debt), ვალდებულება, წარმოქმნილი ფულადი სახსრების, სესხის ან საქონლის (მომსახურების) კრედიტით მიღების საფუძველზე, ანუ მოგვიანებით გადახდის შესახებ. ვალის ფორმა დამოკიდებულია გარიგების პირობებზე. მისი უმეტესობა ითვალისწინებს პროცენტის გადახდას გარკვეულ პერიოდში, ჩვეულებრივ, დადგენილ ვადაში. არსებობს ვალის სხვადასხვა სახე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ვალი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საბაზრო ფორმა, ანუ შეიძლება მისი ყიდვა-გაყიდვა განსაზღვრულ ბაზარზე, მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა საფონდო ბირჟა.