სახელმწიფო ვალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახელმწიფო ვალი - (statedebt) - სახელმწიფოს მიერ აღებული ყველა სესხი, სავალო ვალდებულებათა ჯამი მათზე საპროცენტო გადასახდელებით, რომლებიც მოცემული მომენტისთვის დაფარული არ არის. არსებობს სახელმწიფო შიდა და საგარეო ვალი.
სახელმწიფო შიდა ვალი სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისაგან აღებული ვალია.
სახელმწიფო საგარეო ვალი სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნებისაგან აღებული ვალია, რომელიც გულისხმობს მსესხებელი ქვეყნის სავალო ვალდებულებას გამსესხებელი ქვეყნის მიმართ.