საგარეო ვალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საგარეო ვალი- (external debt) - მოცემული ქვეყნის მიერ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, უცხოური ქვეყნების მთავრობებისგან და კომერციული დაპროექტების ინსტიტუტებიდან მიღებული უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები, რომლებიც ამ ქვეყანას აძლევს ინვესტირებისა და მოხმარების იმაზე მეტ შესაძლებლობას, ვიდრე მისი ეკონომიკა ქმნის. ნებისმიერი ქვეყნისთვის საგარეო ვალის მოზიდვა შემდეგი ორი ფაქტორით განისაზღვრება:
- რა რაოდენობის უცხოური კაპიტალის ათვისება შეუძლია ქვეყანას;
- რა რაოდენობის ვალის მომსახურება შეუძლია ქვეყანას რისკის გარეშე.
საგარეო ვალის განსაზღვრისათვის, ოქროს რეზერვის გარდა, გამოიყენება შემდეგი ძირითადი მაჩვენებლები:
- საგარეო ვალის შეფარდება VIG-თან;
- საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან;
- საგარეო ვალის მომსახურებისთვის გადასახდელების საერთო თანხის შეფარდება ექსპორტთან და სახელმწიფოს შემოსავლებთან:
- საპროცენტო თანხის შეფარდება ექსპორტთან;
- საგარეო სესხების წილი ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებაში.
აქედან გამომდინარე, არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, რომელთაც უნდა შეესაბამებოდეს საგარეო ვალის პარამეტრები.