დეფიციტი (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეფიციტი (deficit, shortage <ლათ. deficit ukmaroba),

1. ეკონომიკური სიტუაცია, რომლის დროსაც არსებული ფასების პირობებში მოთხოვნა ამა თუ იმ საქონელზე აღემატება მის მიწოდებას დეფიციტის წარმოშობაზე, წმინდა ეკონომიკური მიზეზების გარდა, გავლენას ახდენს ბუნებრივი, პოლიტიკური, ისტორიული და ა.შ. ფაქტორები. ამიტომ იგი ამა თუ იმ ფორმით შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ სამეურნეო სისტემაში, მათ შორის, განვითარებულ საბაზრო ეკონომიკაშიც. ფირმის საქმიანობის ლიმიტირება ხდება მოთხოვნით მის პროდუქციაზე. ამიტომ მოთხოვნის გაფართოებით წარმოშობილი სასაქონლო დეფიციტი ასტიმულირებს წარმოებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, მიწოდების გაფართოებაში აისახება. დეფიციტი დაიძლევა მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსირებით, მაგრამ, ვინაიდან მიკროდონეზე ასეთი წონასწორობის მიღწევა ძნელია, იქმნება დეფიციტის საპირისპირო ვითარება — შეფარდებითი ჭარბწარმოება. წარმოების პროცესი ციკლურ ხასიათს იძენს, ამა თუ იმ საქონლის გამოშვების მოცულობა კი მასზე მოთხოვნისა და მიწოდების ცვალებადობით რეგულირდება. ამრიგად, მეურნეობის საბაზრო სისტემაში დეფიციტს დროებითი ხასიათი აქვს, მისი დაძლევის მექანიზმი კი თვით წარმოებაშია;
2. სიტუაცია, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები აღემატება შემოსავლებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ჯონ მეინარდ კეინზი იყო პირველი, ვინც წამოაყენა წინადადება, მთავრობას დაეგეგმა დეფიციტი როგორც თავისი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები