სახელმწიფო ბიუჯეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო ბიუჯეტი - (state budget), ფინანსური სისტემის ცენტრალიზებული ფონდი, სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხა დროის გარკვეული პერიოდისათვის. მასში ნაჩვენებია სახელმწიფო შემოსავლების წყაროები და სახსრების ხარჯვითი არხები. სახელმწიფო ბიუჯეტს ადგენს მთავრობა, მიიღება და მტკიცდება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი იქმნება შემდეგი ძირითადი წყაროების ხარჯზე: პირდაპირი გადასახადი მოგებაზე; შრომის ანაზღაურების სიდიდეზე დამოკიდებულებით ამოღებული გადასახადი (მათ შორის ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი); დღგ-ზე გადასახადი; აქციზი; ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მოსაკრებლები; საქონელსა და მომსახურებაზე გადასახადი; ქონებაზე გადასახადი; ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე გადასახადი; საგარეო ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური - ოპერაციების გადასახადი (მათ შორის, საბაჟო გადასახადი იმპორტზე); სპეციალური გადასახადი ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების სტიმულირებისათვის (მიზნობრივი საბიუჯეტო ფონდებიდან); სხვა გადასახადები და მოსაკრებლები; არასაგადასახადო შემოსავლები (შემოსავლები სახელმწიფო მმართველობის სუბიექტების საქმიანობიდან; სახელმწიფო ქონების, მათ შორის, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი, სახელმწიფო მარაგების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; მიწისა და არამატერიალური რესურსების გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი; კაპიტალური ტრანსფერების შემოსულობანი არასახელმწიფო წყაროებიდან; ადმინისტრაციული გადასახდელები; საჯარიმო სანქციები; სპეციალურ მომსახურებაზე მოსაკრებელი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისგან მიღებული შემოსავლები;

საგადასახადო ორგანოების ანგარიშზე შემოსულობანი; სხვა არასაგადასახადო შემოსავლები). ანაზღაურებელი გადარიცხვები: არარეზიდენტებიდან, სახელმწიფო არასაბიუჯეტო ფონდებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან. სახელმწიფო ბიუჯეტის გასავლის (ხარჯების) ძირითადი არხებია: სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ხარჯები; სასამართლო ხელისუფლების ხარჯები; საერთაშორისო საქმიანობის ხარჯები; ეროვნული თავდაცვის ხარჯები; სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდამცავი ორგანოების ხარჯები; მეცნიერებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის - ხელშეწყობის ხარჯები; მრეწველობის, ენერგეტიკისა და მშენებლობის ხარჯები; სოციალური პროგრამების დაფინანსების ხარჯები; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხარჯები; საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები; საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ხარჯები; განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის ხარჯები; სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯები; მიზნობრივი საბიუჯეტო ფონდები და ა.შ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები