პირდაპირი გადასახადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პირდაპირი გადასახადი - (direct tax) - რეგულარული საგადასახადო ანარიცხი, რომელსაც მოცემული ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები უხდიან სახელმწიფოს (ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს) შემოსავლის ყველა სახიდან, მოგებისა და საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით. პირდაპირ გადასახადებს მიეკუთვნება მოგებაზე გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი და ა.შ.