აყარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
[[კატეგორია:ავეჯი]]
+
[[კატეგორია:საკიდი]]

მიმდინარე ცვლილება 12:19, 18 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

აყარი

აყარი - მთიულურ სახლში, კერის ასწვრივ ჭერში დამაგრებული ხის კონსტრუქცია, რომელიც საკიდის მოვალეობას ასრულებს. ესაა დაახლოებით 4.5X1.5 მ ზომის ხისგან შეკრული ჩარჩო, რომელშიც ჩასმულია ხისავე ქიჭოები, ანუ კაპები, რომელზედაც საჭიროების დროს ჩამოიკიდება სველი ტანისამოსი ან გასახმობ-გასაშრობი სურსათ-სანოვაგე (შაშხი, ჩირი, და სხვა.). აყარის ძელებზე დადებული იყო სქელი ფიცრები, რომ ჭერი დაცული ყოფილიყო კერაში ავარდნილი ნაპერწკლებისგან.




[რედაქტირება] ლიტერატურა

ვ. ჩიქოვანი, მთიულური სახლის კერა, ძმ. №2, 1990. ე.ნ.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები