მოცულობითი ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია: სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია: სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
− | [[კატეგორია:ბლოკი]] | + | [[კატეგორია:სამშენებლო ბლოკი]] |
მიმდინარე ცვლილება 14:11, 18 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
მოცულობითი ბლოკი − კონსტრუქციული სამონტაჟე ელემენტი, რომელიც წარმოადგენს შენობის მოცულობის ნაწილს. ასეთი ბლოკი ძირითადად გამოიყენება ასაწყობი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში (სანტექნიკური კაბინა, ოთახი, ბინა), იშვიათად – სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების ასაგებად (საავადმყოფო სათავსი, ტრანსფორმატორის ქვესადგური). მოცულობითი ბლოკი მასალად გამოიყენება რკინაბეტონი, ლითონი, ხე, პლასტმასა. ყველაზე დიდი გავრცელება პოვა რკინაბეტონის ბლოკებმა. დამზადების მიხედვით არსებობს მონოლითური და შედგენილი (ცალკეული პანელებისაგან). სახლების მშენებლობაში მოცულობითი ბლოკი გამოყენებისას მონტაჟს აწარმოებენ ისრიანი ან ჰიდროამწეთი, იშვიათად – შვეულმფრენით.