კომპრესორი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო აპარატები]] | [[კატეგორია:სამშენებლო აპარატები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:კომპრესორები]] |
14:57, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია
კომპრესორი − (ლათ. compressus შეკუმშვა), ჰაერის, გაზის, ორთქლის შესაკუმში მანქანა ჭარბი წნევით არა ნაკლები 0,2 მპა. ჰაერის მცირე წნევით (0,2 მპა-მდე) შესაკუმშ მანქანას მიეკუთვნება ვენტილატორი.
კომპრესორები აგებულების მიხედვით არსებობს: მოცულობითი (დგუშიანი და როტაციული), რომელშიც გაზის შეკუმშვა ხორციელდება ჩაკეტილი მოცულობის შემცირებით; ფრთიანი (ცენტრიდანული და ღერძული), რომელშიც აირზე ძალოვანი ზემოქმედება ხორცილედება მბრუნავი ფრთებით, და ჭავლური, რომლის მოქმედების პრინციპი ჭავლური ტუმბოების ანალოგიურია. არსებობს კომპრესორის სახეები: აირული, აქსიალურ-დგუშიანი. დგუშ-მემბრანული, დგუშიანი, დინამიკური მოქმედების, თხევად-რგოლური, კბილანური, მემბრანული, მოცულობითი მოქმედების, რადიალური, როტორულ-დგუშიანი, როტორული, უზეთო, ფირფიტებიანი, ღერძული, ცენტრიდანული, ცენტრისკენული, ხრახრული და სხვ.