აშუღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | ||
| − | |||
[[კატეგორია:აშუღური პოეზია]] | [[კატეგორია:აშუღური პოეზია]] | ||
[[კატეგორია:სახალხო პოეტები]] | [[კატეგორია:სახალხო პოეტები]] | ||
16:26, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია
აშუღი - (არაბ. აშიყი, მიჯნური, თურქ. აშიყი, მიჯნური) სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბ., სომხ., საქ., დაღესტ.), ახლო აღმოსავლეთში (თურქ. ირანი), შუა აზიაში (სადაც ეწოდება – „ბახში“). აშუღი თხზავს სასიმღერო ტექსტს, უწყობს ჰანგებს და მღერის რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით.
საქართველოში (ძირითადად თბილისში) აშუღობა განსაკუთრებით განვითარდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ყველაზე ცნობილია საიათნოვა, მე-19 ს-ში ჩამჩი მელქო, სათარა, ჰაზირა და სხვ. სომხეთში განსაკუთრებით ცნობილია შირინი, აზერბ.-ალესკერი, აშუღთა შემოქმედების სტილისტური თავისებურებები აისახა ა. სპენდიაროვის, რ. გლიერის, უ. ჰაჯიბეკოვის, ა. არუთინიანის ნაწარმოებებში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი