შელესვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო სამუშაოები]] | [[კატეგორია:სამშენებლო სამუშაოები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 17:19, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
შელესვა (მობათქაშება) – ნაგებობის ზედაპირზე სამშენებლო ხსნარით შექმნილი მოსაპირკეთებელი შრე, რომელიც ასწორებს ზედაპირს და გარეშე გავლენისაგან იცავს კონსტრუქციას. გარდა ამისა, შელესვის დანიშნულებაა, მოამზადოს ზედაპირი შემდგომი შეღებვის, მოპირკეთებისა და ზედაპირისათვის დეკორაციული თვისებების – ფორმის, ფაქტურის, ფერის მისანიჭებლად. შელესვის სახეებია: ალებასტრით, გაჯით, დუღაბით, თაბაშირით, თარგით, ნიშნულების მიხედვით, საფითხით, ფარიკათი, ქვიშა-კირის ხსნარით, ცემენტის ხსნარითა და სხვ.