ფისკალური პოლიტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფისკალური პოლიტიკა''' - (fiscal policy) - საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტ...) |
16:28, 7 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ფისკალური პოლიტიკა - (fiscal policy) - საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადასახადებითა და სახელმწიფო ხარჯებით ეკონომიკური აქტიურობის დონის რეგულირებას. თუ უმუშევრობის დონე დაუშვებლად მაღალია, უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისათვის. ეკონომიკური აქტიურობა დამოკიდებულია გადასახადების ოდენობასა და მულტი პლიკატორზე. ეკონომიკური აქტიურობის დონე იზრდება სიდიდით, რომელიც ტოლია ხარჯების ცვლილება გამრავლებული მულტიპლიკატორზე. რაც შეეხება სახელმწიფო ხარჯებს, იგი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 40%-ს (მ. ფრიდმენი). თუ სახელმწიფო ხარჯები დაუსაბუთებლად იზრდება, მაშინ იგი დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცევა.