მიქელაძე ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიქელაძე ირაკლი“ გადაიტანა გვერდზე „ირაკლი მიქელაძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ირაკლი მიქელაძე“ გადაიტანა გვერდზე „მიქელაძე ირაკლი“ გადამის...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:02, 13 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ირაკლი მიქელაძე

მიქელაძე ირაკლი − (Mikeladze Irakli), (დ. 1902 - გ. 1986), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1963), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).

1925 წელს დაამთავრა თსუ სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. იყო თსუ სახალხო მეურნეობის დაგეგმვის, შემდგომში, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის გამგე (1937-1977), ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი (1954-1956), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1956-1968), 1960 წლიდან მოადგილე მინისტრის სტატუსით.

ი. მიქელაძის კვლევის ძირითადი სფერო მოიცავდა მრეწველობის ეკონომიკას. მისი ნაშრომები ეხება ქვეყნის მეურნეობის დაგეგმვის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, ეკონომიკის სპეციალიზაციისა და კომპლექსური განვითარების, ტემპების, პროპორციებისა და სტრუქტურის, ელექტროენერგეტიკის ფუნქციონირების, შრომის ტერიტორიული და დარგობრივი დანაწილების პრობლემებს.

[რედაქტირება] ძირითადი ნაშრომებია:

„საქართველოს სახალხო მეურნეობის სპეციალიზაცია და კომპლექსური განვითარება”. მოსკოვი, 1964 (რუსულ ენაზე);
„საქართველოს მრეწველობის ეკონომიკის საკითხები”. თბ., 1977;
„ტერიტორიული დაგეგმვის პრობლემები”. თბ., 1980.


[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები