ამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ამება''' - (amoebae; ბერძნ. amoebaios ცვლილება) – მიეკუთვნება Sarcodina-ს კლასს, რ...)

12:29, 20 დეკემბერი 2022-ის ვერსია

ამება - (amoebae; ბერძნ. amoebaios ცვლილება) – მიეკუთვნება Sarcodina-ს კლასს, რომელშიც გაერთიანებულია ერთუჯრედიანი ორგანიზმები. მათ სხეულის ფორმის ცვალებადობა ახასიათებთ. გადაადგილებიან ფსეუდოპოდიების მეშვეობით. ფართოდ არიან გავრცელებული გარემოში (ნიადაგი, წყალი). ამებებს შორის არიან პათოგენური სახეობები. ადამიანისა და ძაღლების ამებიაზის აღმძვრელებია – Entamoeba histolytica, E.gingivalis, ფუტკრისა – Malpighamoeba mellifica.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები