ანკილოსტომატიდოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანკილოსტომატიდოზები''' - (ancylostomatidoses; აღმძვრელის გვარის დასახელ...) |
16:50, 20 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ანკილოსტომატიდოზები - (ancylostomatidoses; აღმძვრელის გვარის დასახელება Ancylostoma + ბერძნ. id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს + oses დაავადებები) – ხორცისმჭამელი, მცოხნელი ცხოველებისა და ადამიანის ჰელმინთოზები, რომელთა აღმძვრელი ნემატოდები მიეკუთვნება Ancylostomatidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს. ხორცისმჭამელების წვრილ ნაწლავებში პარაზიტობენ Ancylostoma caninum (იწვევს ანკილოსტომოზს და Uncinaria stenocephala (იწვევს უნცინარიოზს); მცოხნელ ცხოველთა ნაწლავებში პარაზიტობენ – Bunostomum spp (იწვევენ ბუნოსტომოზს).