ანკილოსტომატიდოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანკილოსტომატიდოზები - (ancylostomatidoses; აღმძვრელის გვარის დასახელება Ancylostoma + ბერძნ. id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს + oses დაავადებები) – ხორცისმჭამელი, მცოხნელი ცხოველებისა და ადამიანის ჰელმინთოზები, რომელთა აღმძვრელი ნემატოდები მიეკუთვნება Ancylostomatidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.
ხორცისმჭამელების წვრილ ნაწლავებში პარაზიტობენ Ancylostoma caninum (იწვევს ანკილოსტომოზს და Uncinaria stenocephala (იწვევს უნცინარიოზს); მცოხნელ ცხოველთა ნაწლავებში პარაზიტობენ – Bunostomum spp (იწვევენ ბუნოსტომოზს).