კოტარია დავით
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოტარია დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით კოტარია“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით კოტარია“ გადაიტანა გვერდზე „კოტარია დავით“ გადამისამარ...) |
00:33, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია
დავით კოტარია – (David Kotaria), ქართველი დიპლომატი, 2012-2017 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში.
დაიბადა 2 ივლისი, 1958 წელი, ქ. ფოთი, საქართველო.
განათლება:
1982 – დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი. მიიღო ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება:br /> 1982-1993 – მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მშენებლობისა და არქიტექტურის მიმართულებით.br /> 1993-1997 – კომპანია „ლეკო“, დამფუძნებელი.br /> 1997-1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური სამდივნოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;br /> 1998-2002 – საქართველოს საელჩო უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და რუმინეთში, უფროსი მრჩეველი (რეზიდენციით კიევში);br /> 2002-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსი;br /> 2004-2007 – საქართველოს საელჩო უკრაინაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;.br /> 2007-2012 – საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;br /> 2018-დან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.
ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.