ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ
Khdavituri (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Khdavituri გვერდი „ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ“ გადაიტანა გვერდზე „[[ნიკოლოზ ნიკოლოზიშვი...) |
Khdavituri (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Khdavituri გვერდი „ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ნიკოლოზიშვილი ნიკოლ...) |
16:13, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ – (Nikolozishvili Nikoloz), ქართველი დიპლომატი, 1998-2004 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, 2006-2011 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის სლოვაკეთის რესპუბლიკასა და სლოვენიის რესპუბლიკაში, 2011-2017 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, 2017 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში
დაიბადა 9 მაისი, 1965 წელი, თბილისი, საქართველო.
განათლება:
1982-1989 – სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კლასიკური ფილოლოგია;
1989-1993 – თბილისის სასულიერო აკადემია, ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი;
2006 – დოქტორის ხარისხი ისტორიაში, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება:
1988-1989 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტაჟიორი;
1989-1993 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1993-1995 – ყოველდღიური გაზეთის „ივერია ექსპრესი“-ს მთავარი რედაქტორი;
1995-1998 – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
2004-2005 – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში;
ფლობს: ინგლისურ, სლოვაკურ, ჩეხურ, პოლონურ, რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები: სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქროს მედალი. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ბენე მერიტოს“ (Bene Merito) საპატიო ორდენი.
==წყარო==
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები