დიპილიდიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დიპილიდიოზი''' - (dipylidiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dipylidium + ბე...) |
14:51, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
დიპილიდიოზი - (dipylidiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dipylidium + ბერძნ. osis) – ხორცისმჭამელი ცხოველების, იშვიათად, ადამიანის ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელი – Dipylidium caninum პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან. დიპილიდიოზით უპირატესად ძაღლები და კატები ავადდებიან. სუსტი ინვაზიის დროს კლ. ნ-ები გამოხატული არ არის. ძლიერი დაინვაზიებისას აღინიშნება პირღებინება, გაუკუღმართებული მადა, სიგამხდრე, სისუსტე, ნერვული მოვლენები. დიპილიდიოზი ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.