ქრეატიული ქსელი
(ახალი გვერდი: '''„ქრეატიული ქსელი“''' - („creative net“),ახალი ორგანიზაციული სტრუქტურ...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:მენეჯმენტი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:07, 14 იანვარი 2023 მდგომარეობით
„ქრეატიული ქსელი“ - („creative net“),ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა მენეჯმენტში. იმის გამო, რომ თანამედროვე ბიზნესმა განიცადა დივერსიფიკაცია, შეუძლებელი ხდება ცენტრიდან ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელება. ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამიტომ დღეს დიდი ყურადღება ექცევა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნას. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ქრეატიული ქსელი“. მასში შემავალი კორპორაციები ერთმანეთზეა დამოკიდებული, რომელთა წარმატება ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული. „ქრეატიული ქსელი“ ახდენს მასში შემავალი კომპანიების საქმიანობის კოორდინაციას. დიდი კომპანიები (ტრადიციული იერარქიული პირამიდისგან განსხვავებით) გადაწყვეტილების მიღებაში სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ მცირე კომპანიებს, გადასცემენ მათ პროდუქციის ცალკეულ დეტალებს დასამზადებლად და ა.შ.
მენეჯმენტში განხორციელებული ეს ახალი მიდგომა სტიმულს აძლევს კომპანიათა ცალკეულ ჯგუფებს სიახლეების დანერგვისათვის, ახალი პროდუქციის, მომსახურების წარმოებისთვის და სხვ. ამიტომ XXI საუკუნეში „ქრეატიული ქსელის“ განვითარებაზე დიდად არის დამოკიდებული მენეჯმენტის წარმატება.