ტრანსეროვნული კორპორაცია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტრანსნაციონალური კორპორაცია“ გადაიტანა გვერდზე „[[ტრანსეროვნუ...) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:კომერციული ორგანიზაცია]] |
მიმდინარე ცვლილება 00:04, 15 იანვარი 2023 მდგომარეობით
ტრანსეროვნული (ტრანსნაციონალური) კორპორაცია - (transnational (multinational) corporation - MNC), მსხვილი სამეურნეო გაერთიანება, საერთაშორისო, მრავალნაციონალური კორპორაცია, რომელსაც შტაბ-ბინა აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში და ფლობს ფილიალების დიდ რაოდენობას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ასეთი კორპორაციის მაგალითად გამოდგება ფილიპსი, ჯენერალ მოტორსი, კოკა-კოლა, რენო, ბრიტიშ პეტროლიუმი და ა.შ. მათი რიცხვი მსოფლიოში 60 ათასზე მეტია.
MNC ახორციელებს ეკონომიკურ ექსპანსიას სხვა ქვეყნებში თავისი განყოფილებების, ფილიალების ფართო ქსლის შექმნით. ტრანსეროვნული კორპორაციების თანამედროვე განვითარების დამახასიათებელი ნიშანია შიდასაფირმო ურთიერთობათა კომპლექსის ინტენსიფიკაცია, რომელიც გულისხმობს კაპიტალის, ტექნოლოგიის, მზა და შუალედური პროდუქციის მოძრაობას შვილობილ კომპანიებს შორის. საქონლითა და მომსახურებით მსოფლიო ვაჭრობის 1/5-დან 1/ 3-მდე ტრანსეროვნული კორპორაციების შიდასაფირმო არხებით წარმოებს.