გერმანე (გილაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გილაშვილი გაბრიელ“ გადაიტანა გვერდზე „გერმანე (გილაშვილი)“ გა...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გერმანე (გილაშვილი)“ გადაიტანა გვერდზე „გაბრიელ გილაშვილი“)

23:36, 25 იანვარი 2023-ის ვერსია

გერმანე – (გილაშვილი გაბრიელ), (1806-18.07.1851, დავითგარეჯის ლავრა, თბილისის გუბერნია), ბერი, წმ. (ხსენ. დღე 12/25. 08).

დაიბადა საეკლესიო გლეხის ოჯახში. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიპიკონი და გალობა დავითგარეჯის ლავრაში ისწავლა. 1831 წ. 1 აგვისტოს ამავე მონასტრის საძმოში მორჩილად მიიღეს. 1845 წ. 14 ნოემბერს არქიმანდრიტმა თეოფანემ (მაჩაბელი) ბერად აღკვეცა და სახელად გერმანე უწოდა. 1851 წ. 18 ივლისს გერმანე ლეკებმა აწამეს დავითგარეჯის მონასტრის კრებულის სხვა წევრებთან ერთად და თავი მოჰკვეთეს.

1995 წ. 17-18 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე იგი მოწამე კრებულთან ერთად წმინდანთა დასში შეირაცხა.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი



წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №13369.
  • ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი, თბ., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები