გიორგი კედრენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგი კედრენე''' – (XI ს.), ბიზანტიელი ისტორიკოსი (ქრონოგრაფოს...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:10, 30 იანვარი 2023 მდგომარეობით

გიორგი კედრენე – (XI ს.), ბიზანტიელი ისტორიკოსი (ქრონოგრაფოსი). ავტორი ნაშრომისა – „ისტორიული მიმოხილვა, დაწყებული ქვეყნის გაჩენით და ვიდრე ისააკ კომნენეს მეფობამდე, შედგენილი უფალ გიორგი კედრენეს მიერ სხვადასხვა წიგნების მიხედვით“.

გიორგი კედრენეს „ქრონოგრაფია“ წარმოგვიდგენს მსოფლიო ისტორიას დასაბამიდან 1059 წლამდე. შრომა კომპილაციური ხასიათისაა. ავტორი სარგებლობდა მანამდე არსებული წერილობითი წყაროებით, კერძოდ, 811 წლამდე მოვლენების აღწერისას გამოყენებული აქვს გიორგი სვინგელოზისა და თეოფანე ჟამთააღმწერლის თხზულებები, 811-1059 წწ. მოვლენები მთლიანად აღებული აქვს იოანე სკილიცეს თხზულებიდან, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება. ნაშრომის ამ ნაწილს კედრენე-სკილიცეს „ქრონოგრაფიის“ სახელით იხსენიებენ. მას საინტერესო ცნობები აქვს, როგორც X-XI სს., ისე უფრო ადრინდელი ხანის საქართველოს შესახებ (ბასილი II-ის ლაშქრობები საქართველოში, ნიკიფორე ქსიფიასის და ნიკიფორე ფოკას ძის აჯანყების ამბები, გიორგი I-ის მეფობა, ბაგრატ IV-ის და ლიპარიტის ურთიერთობა და სხვ.).

გ. ოთხმეზური


[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები