ბუზანკალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბუზანკალები''' - (Tabanidae; ლათ. tabanus ბუზანკალი + id ბოლოსართი, ნიშნავს ...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | |||
[[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | [[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | ||
| − | + | [[კატეგორია:მწერები]] | |
| − | [[კატეგორია: | + | |
16:41, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია
ბუზანკალები - (Tabanidae; ლათ. tabanus ბუზანკალი + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – სისხლმწოვი ორფრთიანი მწერების ოჯახი; მიეკუთვნება Holometabola-ს ჯგუფს. დიდი სხეულის მქონე ორფრთიანი ჰემატოფაგები. ბუზანკალები ძალზე ფართოდ არიან გავრცელებული, განსაკუთრებით ტაიგის, ტყისა და ტყესტეპის ზონებში. სტეპისა და უდაბნოს ზონებში ბინადრობენ მდინარეების ნაპირების გასწვრივ და ტბების ირგვლივ. სახეობებით მრავალრიცხოვანი გვარებია: Tabanus, Atylotus, Hybomitra, Chrysops და Haematopota. ბუზანკალები განსაკუთრებით შემაწუხებლებია. მათ აქვთ შხამიანი ნერწყვი და არიან ჯილეხის, ცხენის ინფექციური ანემიისა და ტრიპანოსომოზის, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ანაპლაზმოზის, ემფიზემატოზური კარბუნკულის აღმძვრელების გადამტანები.